LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყაზტრანსგაზმა” აფეთქებასთან დაკავშირებით გავრცელებული ერთადერთი განცხადებაც წაშალა

8gfdf

ყაზტრანსგაზ-თბილისის გვერდმა წაშალა პოსტი, რომლითაც დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებდა. განცხადება გამქრალია ყაზტრანსგაზ-თბილისის ოფიციალური ვებ-გვერდიდანაც.

პოსტი სავარაუდოდ, უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაიშალა. განცხადების ქვეშ, “ფეისბუქმომხმარებლები” კრიტიკულ კომენტარებს წერდნენ.

მომხდარის დეტალებზე კომპანია განცხადებას ამ დრომდე არ ავრცელებს.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. მომხდარს გაზის გაჟონვას უკავშირებენ. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ “ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს.

ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

გუშინ ღამითვე, დიღმის პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფებოდა ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი. 

ამავე თემაზე ნახეთ: შეამოწმეს თუ არა კორპუსი აფეთქებამდე ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები