LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების ადვოკატი დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

collage

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზის“ ორივე თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, დაკავებულები წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას, რაც 2-დან 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა.

ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო. ჩვენ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით გირაოს 3 ათასი ლარის ოდენობით.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მართალია მოხდა საშინელი ფაქტი, მაგრამ იმ პოზიციას, რაც ბრალდებას აქვს, ბრალდებულები არ იზიარებენ,” – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები