LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს

50324189_582165798873708_1197755001762480128_n

„ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დანგრეული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის სუნი დილიდან იგრძნობოდა. ადგილობრივების თქმით, მათთან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები შუადღით მივიდნენ, თუმცა შემოწმების შემდეგ განუცხადეს, რომ კორპუსში არანაირი პრობლემა არ იყო და  შემდეგ კი ტერიტორია დატოვე.

“ფორტუნა” დაინტერესდა, იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე, “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები და დაფიქსირდა თუ არა, რაიმე სახის პრობლემა აფეთქებამდე, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

“ფორტუნას” კითხვაზე იყვნენ თუ არა მათი თანამშრომლები ადგილზე მისულები ყაზტრანსგაზში, პასუხი არ აქვთ.

აფეთქება დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე 20:30 წუთზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნის. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები