LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 545 აბონენტიდან 2 256-მა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები

127
ყაზტრანსგაზი

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო 3 თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, 3 545 აბონენტიდან 2 256-მა აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები, ე.წ. კალონკები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს.

„გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი პროგრამული მექანიზმი კომპანიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად მიიღონ ინფორმაცია, როდესაც აბონენტი თვითნებურად აერთებს ქსელიდან ჩაჭრილ დანადგარებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები