თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.