LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად ისევ ქართველი მილიარდერი დაასახელეს – მან 70 უმსხვილესი კომპანიის დირექტორს აჯობა

356
ow55m06ztr12jsj

ყაზახეთში, PricewaterhouseCoopers-ის 2022 წლის კომპანიების ყოველწლიურ გამოკითხვაში, საუკეთესო CEO-დ კვლავ ყაზახეთის წამყვანი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე დასახელდა. ქართველი მილიარდერი ყაზახეთში კომპანიის საუკეთესო ლიდერად უკვე ზედიზედ მე-5 წელია სახელდება.

“მადლობა PwC-ს კვლევის ორგანიზებისთვის და მის ყველა მონაწილეს ჩვენი მუშაობის დაფასებისთვის. ეს არის ჯილდო მთელი ჩვენი გუნდისთვის, რომელიც მუდმივად დაუღალავად მუშაობს ახალი სერვისების დასაწყებად და ყოველთვის ცდილობს, გაახაროს ჩვენი საყვარელი მომხმარებლები უნიკალური ინოვაციებით, რომლებიც აუმჯობესებს ცხოვრებას. წარმოუდგენლად ვამაყობ, რომ ვარ Kaspi.kz-ის ასეთი უნიკალური, პროფესიონალი, საოცარი გუნდის ნაწილი. მადლობა თითოეულ ჩვენს საყვარელ მომხმარებელს ჩვენთან ყოფნისთვის”, – აცხადებს ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის 71 უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მიხედვით, ამჟამად $3 მილიარდის ქონებას ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები