LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია – ანტიტერორისტული ოპერაცია თავდამსხმელების სრულ განადგურებამდე გაგრძელდება: ყასიმ ჟომართ თოყაევი

123
ყასიმ ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ „ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია და ანტიტერორისტული ოპერაცია თავდამსხმელების სრულ განადგურებამდე გაგრძელდება“. მისივე განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

„ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ყაზახეთში დაპირისპირებას 13 პოლიციელი ემსხვერპლა, მათ შორის ორს თავი მოჰკვეთეს

ამავე თემაზე:

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის – მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა

ყაზახეთი ღირებული პარტნიორია – ვგმობთ ძალადობის ფაქტებს: აშშ-ს განცხადება

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას: გაერო

ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები