ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა.
მედიის ინფორმაციით, მანამდე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, ალიხან სმილოვის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ნურლან ნიგმატულინის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 89 დეპუტატმა და გადაწყვეტილებას მხარი 89-ვემ დაუჭირა.
წინა მთავრობაში ალიხან სმილოვი პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
თანამდებობები შეინარჩუნა რამდენიმე ძველმა მინისტრმა. ცვლილებები არ შეეხო შსს-ს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ინფორმაციის, ენერგეტიკის და ინდუსტრიის სამინისტროებს.
10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა
ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები