ყაზახეთში, ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა.
კომპანია FlyArystan-ის ინფორმაციით, დაგეგმილ რეისებზე დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ქალები, ბავშვები და მოხუცები იქნებიან.
აქტაუს მიმართულებით რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შესრულდა პირველი გეგმიური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც საქართველოში ჩარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.