ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. განკარგულებას ხელი ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, მოაწერა.როგორც ცნობილია, ბრძანება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ შევა.
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობის დატოვების შესახებ 19 მარტს განაცხადა.
20 მარტს კი ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის დედაქალაქს სახელი გადარქმეოდა და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქმიათ.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტმაც.