ყაზახეთი ნედლი ნავთობის ნაწილის გაყიდვას აზერბაიჯანული მილსადენით რუსეთის გვერდის ავლით დაიწყებს, – ინფორმაციას Reuters სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KMG) აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გაყიდვა შესაძლებელი გახდეს აზერბაიჯანული მილსადენით, რომელსაც ნავთობი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე გადააქვს.
„საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნედლი ნავთობის გატარება ერთი თვის შემდეგ დაიწყება. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი შეიძლება დაიწყოს 2023 წელს, აზერბაიჯანული მილსადენით საქართველოს შავი ზღვის სუფსის პორტამდე“, – წერს Reuters.