LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზაიშვილის პასი ყველაზე კარგია

69

ჰოლანდიის ქართული გუნდისთვის ”ვიტესისთვის” აწდასრულებული სეზონი დიდი ვერაფერი ბედენა გამოდგა. მეცხრე ადგილი წარმატებად ვერ ჩაითვლება, თუმცა ქართველებს ურიგოდ არ უთამაშიათ. მეტიც, როგორც ირკვევა, ვაკო ყაზაიშვილი ყველაზე კარგ პასებს აკეთებდა.

სეზონის განმავლობაში ყაზაიშვილის პასების სიზუსტე 88%-ია, რაც ერედივიზიეს ნახევარმცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია, მათ შორის, ვინც 500 წუთი მაინც ითამაშა სეზონში.

ვაკომ 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მისი პასის სიზუსტე 88%-ია, დარტყმის სიზუსტე – 53%. მან მოიგო ორთაბრძოლების 43% და შექმნა 36 საგოლე შანსი.

ყაზაიშვილის ანგარიშზე 10 გოლია. ის გუნდის ბომბარდირი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები