კომპანიამ Gevalia Kaffe ერთობ საინტერესო ვაკანსია გამოაცხადა. იძებნება ყავის მოყვარული ადამიანი, რომელიც შოტლანდიაში, მდიდრულ სასახლეში ერთ კვირას გაატარებს. იმდენ ყავას დალევს რამდენიც მოესურვება და სოლიდურ ანაზღაურებას – 5000 დოლარს მიიღებს.
ამასთან მგზავრობის, ცხოვრების თუ სხვა ხარჯებს კომპანია მთლიანად თავის თავზე იღებს.
„ყავის დედოფალი“ ედინბურგის სასახლეში დასახლდება და მის განკარგულებაში 12 საძინებელი, 11 აბაზანა და 32 ჰექტარამდე მიწა იქნება.
დასაქმებულს პირადი მზარეულები და ყავის მომზადების სპეციალისტები მოემსახურებიან. მას უგემრიელესი ყავის მოდუღების ტექნიკასაც შეასწავლიან. სასწავლო კურსის შემდეგ კი იღბლიან აპლიკანტს გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები ელოდება.
ვისაც ბედის ცდა სურს, მცირე აპლიკაციის შევსება მოუწევს : https://www.gevaliacoffeequeen.com
განაცხადის მიღება 21 დეკემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც მალევე, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გაირკვევა.
ასე რომ შესაძლოა, ეს თქვენი შანსი იყოს…