LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის ახალი სახეობები დანკინისგან – რა გეგმები აქვს ამერიკულ კომპანიას

674
მასკარპონეს ცივი ყავა

ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს და ქართულ ბაზარზე იტალიური ნაღების ყველის – მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ, ცივი ყავის ასორტიმენტს ახალ პროდუქტებს ამატებს. როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ცივი ყავის სხვადასხვა სახეობა მარწყვის, ბანანისა და შოკოლადის, მარილიანი კარამელის, ჩიზქეიქის გემოს არჩევანით იქნება.

მენეჯმენტის ცნობით, „დანკინის“ ქართულ რესტორნებში უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი. „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, რომ ბრენდი, უპირველეს ყოვლისა, ყავის ქსელია და გაყიდვებიც ამას ადასტურებს.

„ამერიკულმა რესტორნების ქსელმა დანკინმა“ მიზნად დაისახა, მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატსს“ ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენდით, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% – სენდვიჩებზე და 25% დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე. „დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წვეტს, დილას, შუადღეს თუ საღამოს, ცხელ თუ თბილ სეზონზე ყავა სად დააგემოვნოს“, – განაცხადა „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.

„ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი კი აცხადებს, რომ მიმდინარე ცხელ სეზონზე „დანკინის“ ახალი პროდუქტები მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე იქნება.

„ვფიქრობ, ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზება გვაქვს, რადგან ბრენდი იტალიური ნაღების ყველის – მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ ცივი ყავის არჩევანს აფართოებს.მომხმარებელს დღეიდან შევთავაზებთ ესპრესოზე დამზადებულ მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ ცივ ყავას მარწყვით, შოკოლადითა და ბანანით, ჩიზქეიქითა და მარილიანი კარამელით. ყავის არჩევანი, რომელიც დღეს უკვე 25 სახეობის ყავას მოიცავს, კიდევ უფრო გავამდიდრეთ და ველოდებით ჩვენს ერთგულ მომხმარებელს“, – ამბობს კბილაშვილი.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია, მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია. ამ ეტაპზე, საქართველოში „დანკინის“ 24 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე, კიდევ 4-ის გახსნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები