LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი სააკაშვილზე: „ქართულ ოცნებას“ უსასტიკესი რეჟიმის შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს

70
მიხეილ ყაველაშვილი

„უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა.

სააკაშვილს კერძო კლინიკაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ ისეთი სამედიცინო მანიპულაციები იქნება საჭირო, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს: სარჯველაძე

„შეგახსენებთ ერთ რამეს – გირგვლიანის შეწყალების საქმე – 5 წლით პატიმრობა, გელაშვილის ცემის საქმე – 10 წლით პატიმრობა, მემორანდუმის საქმე – ე.წ. ტელეიმედის და რიყის საქმე – 5 წლით პატიმრობა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი თანხების გაფლანგვა – 11 წლით პატიმრობა, ე.წ პიჯაკებს რომ არქმევენ და გაურკვეველ ვოიაჟებზე, გაურკვეველ ადამიანებზე და სპა პროცედურებზე დახარჯული თანხებია, საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე, რძის ნაწარმთან ერთად რომ შემოიპარა ჩვენს ქვეყანაში – 5 წლით პატიმრობა.

ერთად აღებული ეს არის 36 წელი, ამ უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“ დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის აინტერესებს, მგონი საკუთარ მშობელსაც კი

მისივე თქმით, სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ ჩვენი ტერიტორიების 20% დაგვაკარგვინა.

„გია ვოლსკი შეეხო ომის თემას, სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგვინა ჩვენი ტერიტორიების 20%, მის მაღალ „პატრიოტულ“ მოტივს დავარქმევდი – რომ არა რეზოლუციის ჩანაწერი, ჩემმა კოლეგებმა ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს, მაგრამ ამ საზოგადოების წევრებს ჟარგონულ ენაზე განვუმარტავ, იცით რა ჩანაწერია? რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა.

საერთაშორისო დონეზეც „გაუპრავეს“ რუსეთს საომარი მოქმედებები და ეს ნაძირლები ანწუხელიძის ზურგს უკან არიან ამოფარებულები. ეს „გააპრავეს“ ამათმა და კიდევ ბევრს ბედავენ.

სწორედ ამის შემდეგ, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ბედავენ და ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ. ახალგაზრდებს მივმართავ , ჩემო ძვირფასებო, ნუთუ ეს არ არის საკმარისი, რომ აღიქვათ ეს ფაქტები, როგორც არსებობს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები