LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში, სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას

212
Untitled design - 2022-02-23T172738.093

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კომენტარი გააკეთა 27 თებერვალს საქართველო-რუსეთს შორის დაგეგმილ რაგბის მატჩზე მოქალაქეების ინიციატივაზე.

„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში. ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში, სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას, ვის „სტუმარ-მასპინძელზეც“ გაზრდილები ვართ…“, – აცხადებს  ყაველაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინის მხარდამჭერი ანონსი ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა: რუსული მედია

ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას მიმართავს და ამბობს, არ მიმართონ პროვოკაციებს.

„ სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება. აი, ეს პროვოკაციული ნაწილი, რომელიც პირდაპირ მინდა დავარქვა, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, მათ მივმართავდი, რომ სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ პასუხი რეზოლუციაზე, 2008 წელს ხელი რომ მოაწერეს და საკუთარი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების ჩამოგდებაში. აი, ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დღემდე პასუხი არ გაუციათ“, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და გამიჯნული უნდა იყოს: კალაძე

შეგახსენებთ, ბორჯღალოსნები რუსეთს კვირას, 18:00 სთ-ზე დინამოზე შეერკინებიან. თავდაპირველად მატჩზე დროშებით მისვლასთან დაკავშირებით ფეიბუქ -ღონისძიება გააკეთა მოქალაქე ნიკა ანასაშვილმა. გუშინ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ. მოწოდება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“ და ქომაგებს მოუწოდა „უკრაინის დროშებით სტადიონის გავსებისკენ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები