LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავას ვსვამდი, საათნახევარი საპირფარეშოში იყო, რას წარმოვიდგენდი თუ მშობიარობდა – კახეთში მიტოვებული ჩვილის მამა

12049
Capture

სიღნაღში, სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზისგასამართ სადგურზე ახალშობილი იპოვეს. ჩვილი გამვლელებმა შეამჩნიეს და პოლიცია გამოიძახეს. როგორც ირკვევა, მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა ჩვილის მამამ. მისი თქმით, ცოლი, რომელთან ერთად უკვე 7 წელია ცხოვრობს, 9 თვის განმავლობაში ორსულობას მალავდა, შემდეგ მისგან მალულად იმშობიარა.

“მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო. ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ჩვილი ხევის მაღლა იყო, ჭინჭრებში. მე ყავას ვსვამდი, თვითონ საათი-საათნახევარი ტუალეტში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ბავშვი არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა, რატომ გააკეთა არ უთქვამს”, – აცხადებს ჩვილის მამა.

ახალშობილი ამ ეტაპზე წნორის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები