LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავას ენერგიის მოცემა არ შეუძლია: დიეტოლოგმა კოფეინზე არსებული პოპულარული მითი უარყო

48
coffee-crazy-woman

დიეტოლოგთა ჯგუფმა უარყო მითი იმის შესახებ, რომ ყავას ადამიანისთვის დამატებითი ენერგიის მიცემა შეუძლია.
სინამდვილეში კოფეინი ადამიანს ენერგიას კი არ აძლევს, არამედ „ასესხებს“. ანუ ყავა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სტიმულატორი ორგანიზმის რესურსებს ხარჯავს.

კოფეინი სტრუქტურით ძალიან ჰგავს ერთ-ერთ ნუკლეოზიდს – ადენოზინს, რომელიც დღის განმავლობაში ორგანიზმში გროვდება და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. ადენოზინის რეცეპტორები კოფეინით იფარება და სიფხიზლის დროებით ილუზიას იწვევს.

ამასთან, ტვინს ადენოზინი ძალიან სჭირდება და მის ახალ რეცეპტორებს ქმნის. ეს რეცეპტორები ადენოზინით ან კოფეინით ივსება და სწორედ ამიტომ ზოგ ადამიანს ყავის მირთმევის შემდეგ უძილობა აწუხებს, ზოგსაც კი მშვიდად დასვენება შეუძლია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნივთიერება მოხვდა რეცეპტორებში.

ჯანსაღი ენერგიის მისაღებად დიეტოლოგი ყველას ურჩევს, რომ ყავას თავი დაანებონ და მის ნაცვლად წაიხემსონ, საკვები მიირთვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები