LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა მხოლოდ საუზმის შემდეგ უნდა მიირთვათ – ახალი კვლევა

474
Close up white coffee cup with heart shape latte art on wood table at cafe.

ძლიერი ყავა შფოთიანი ღამის შემდეგ საუკეთესო წამლად ითვლება, თუმცა როგორც ახალი კვლევით დადგინდა, ყავის მირთმევამდე უმჯობესია მსუბუქად ისაუზმოთ.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ უზმოზე კოფეინის მიღება სისხლში შაქრის დონეზე მოქმედებს და დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის.

ვიცით, რომ სრული უმრავლესობა გაღვიძებისთანავე პირველ რიგში ყავას მიირთმევს – რაც უფრო დაღლილად ვგრძნობთ თავს, ყავაც უფრო ძლიერი უნდა იყოს, აქამდე ნაკლები ცოდნა გვქონდა იმის შესახებ, თუ რას უშვებოდა ყავა ჩვენს ორგანიზმს, რა გავლენას ახდენდა მეტაბოლიზმსა და სისხლში ინსულინის დონეზე“ – განაცხადა პროფესორმა ჯეიმს ბეთსმა, ვარჯიშისა და მეტაბოლიზმის ბრიტანული უნივერსიტეტის პროფესორმა.

ექსპერიმენტის ჩასატარებლად მკვევარებმა 29 ჯანმრთელი ქალი და მამაკაცი შეარჩიეს და მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის მიზანი დილის ყავასა და ინსულინს შორის კავშირის დადგენა იყო და აღმოჩნდა, რომ საუზმემდე კოფეინის მიღებას მეტაბოლიზმის დარღვევა შეუძლია.

ცდისპირებს გაღვიძებისთანავე შაქრიან ყავას აძლევდნენ და მისი კალორიულობა ჩვეულებრივი საუზმის ტოლფასი იყო. შემდეგ ეტაპზე მათ ყოველ საათში აღვიძებდნენ და შავ ყავას სთავაზობდნენ, ბოლოს კი ყველაფერი ტკბილი სასმელით მთავრდებოდა.

საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ცუდი ძილი და ყავა შაქრის დონეზე ნეგატიურად მოქმედებს, მოხალისეთა ნაწილს სისხლში შაქრის მაჩვენებელი მთელი 50%–ითაც კი გაეზარდა. სპეციალისტთა აზრით, დაღლილ ორგანიზმს გლუკოზის გადამუშავება უჭირს და სავალალო შედეგი სწორედ ამის გამო დგება.

სწორედ ამიტომ, მედიკოსები ყველას ურჩევენ, კოფეინი საუზმის დროს ან სულაც მის შემდეგ მიიღონ. ასეთი მიდგომა ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველია.

ზოგადად კი ყავა ყველაზე მეტი დებატის მიზეზი ხდება. მრავალი წელია მეცნიერებს ვერ გადაუწყვეტიათ, ენერგიული სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა თუ პირიქით  – საზიანო და ყოველ ჯერზე განსხვავებულ დასკვნებს აქვეყნებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები