LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარში ხასიათი შეეცვალათ: პსჟ-ს პრეზიდენტად სარკოზი მოყავთ

87

ნიკოლა სარკოზი შესაძლოა პსჟ-ს პრეზიდენტი გახდეს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ფეხბურთში ეტენება.

ალ-ტანის ყატარულ ოჯახს, რომელიც პსჟ-ს ფლობს, კლუბის მმართველობის შეცვლა სურს. თავიდან კლუბის ბოსები ლორან ბლანის გაშვებას ითხოვდნენ, ახლა კი ნასერ ალ-ხელაიფის მოშორება მოუნდათ. GQ-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი შესაძლოა ქვეყნის ექს-თავკაცმა ნიკოლა სარკოზიმ ჩაანაცვლოს.

კლუბში უკვე გამოეხმაურნენ ამ ჭორებს და მას სისულელე და ბოდვა უწოდეს.

ალ-ტანის ოჯახი პსჟ-ს სათავეში 2011 წლიდანაა. ყატარელებმა ნახევარი წელი დაკარგეს მოლაპარაკებებზე, მათ შორის ნიკოლა სარკოზის თანხმობა გახდა საჭირო.

2015 წელს სარკოზი ამბობდა, რომ პსჟ-ში მუშაობით არ იყო დაინტერესებული.
61 წლის პოლიტიკოსი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები