LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარის ნაკრებს სანდლები დააყარეს: ახლო აღმოსავლეთში ეს ზიზღის უმაღლესი ზომაა (ფოტო)

rueba00040c25

აზიის თასის ნახევარფინალში ყატარის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრები გაანადგურა – 4:0, თუმცა ნორმალურად აღნიშვნა ვერ მოახერხა.

ყველაფერი ჯერ კიდევ ყატარის ჰიმნის შესრულებისას დაიწყო – ადგილობრივმა ფანებმა გამაყრუებელი ყიჟინა მოსცხეს. არცერთი ჰიმნისთვის ასე სასტიკად არ უსტვენიათ. საემიროების სპორტულმა საბჭომ დარჩენილი ბილეთები გამოისყიდა და „ლოიალურ გულშემატკივრებს“ გადასცა.

მთავარი 37-ე წუთზე, მეორე გოლის შემდეგ დაიწყო – ყატარელი ფეხბურთელების მისამართით სანდლები გაფრინდნენ პლასტმასის ბოთლებთან ერთად.

ეს უბრალოდ ის არ არის, რომ მეტოქეს ვერ იტან. ფეხსაცმლის სროლა – ახლო აღმოსავლეთში სიძულვილის უმაღლესი ზომაა. ამით იგულისხმება, რომ ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ, ის ბინძური ფეხსაცმლის ძირია.

ყოველი გოლის შემდეგ (და არა მარტო) წვიმად მოდიოდა სანდლები, ზოგიერთი ფეხბურთელებსაც მოხვდათ.

მეორე ტაიმში მატჩი შეწყდა კიდეც – საემიროების ფეხბურთელები და სტადიონის თანამშრომლები გულშემატკივრებს ამშვიდებდნენ.

ვიღაც მოედანზეც შეიჭრა – ის პოლიციამ შეაჩერა.

 

ყატარი ბევრს არ უყვარს

გულშემატკივრების რეაქცია – ყატარისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის დაპირისპირების შედეგია. 2017-ში მომავალი მუნდიალის მასპინძლები ტერორისტების მხარდაჭერაში, ირანთან თანამშრომლობაში (კონფლიქტშია საუდის არაბეთთან) დაადანაშაულეს და რამდენიმე მოთხოვნაც წაუყენეს.

ყატარმა არაფრის შესრულება არ ინება და დაადასტურა, რომ მუსლიმ-ძმებს ფინანსურად ეხმარება, ხოლო ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი უარყო.

შედეგად, საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა ყატარის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტეს, საკუთარ მოქალაქეებს კი ყატარში წასვლა აუკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები