LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას ტოვებს

1

ყატარმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (ოპეკი) გასვლის განზრახვა დაანონსა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში საად ბენ შრიდა ალ-ქააბმა განაცხადა.

“კატარმა გადაწყვიტა ოპეკიდან გასვლა 2019 წლის 1 იანვრიდან. ორშაბათს ამის შესახებ ვაცნობებთ ორგანიზაციას,” – დასძინა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანას უნდა აქცენტი გააკეთოს გაზის მოპოვებასა და ბუნებრივი თხევადი აირის წარმოებაზე.

ოპეკის სამდივნომ კი რეკომენდაცია მისცა კარტელის სახელმწიფოებს 2019 წელს, 1,3 მილიონი ბარელით/დღეღამეში შეამცირონ ნავთობის მოპოვება, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Bloomberg ორგანიზაციის წყაროზე დაყრდნობით. თუ შემცირება მოხდება, მაშინ მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსდება, დარწმუნებულები არიან ოპეკში. წარმოების ოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი იქნება ნავთობზე შესუსტებული მოთხოვნა და აშშ-ში ნავთობის მოპოვების ინტენსიური ზრდა.

ცნობისთვის, რეკომენდაცია განსახილველად გადაეცემა “ოპეკი +”-ის მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტს. “ოპეკი +”-ის სხდომა გაიმართება 5 დეკემბერს, ვენაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები