LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარელებს ყატარელობას ართმევენ: რისი უფლება ექნებათ ფანებს – საიდუმლო შეთანხმება

37
5465

ფიფამ ყატარელ ჩინოვნიკებთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს პოლიციამ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს მთელი რიგი ქმედებების გამო, რაც ყატარის კულტურულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა ევროპაში.

გულშემატკივრებს უფლება ექნებათ ავიდნენ მაგიდებზე, დროშები მოახვიონ ძეგლებს, ხმამაღლა იმღერონ პუბლიკაში და არ წააწყდებიან პოლიციის ჩარევას.

ლგბტ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ხელიხელ ჩაკიდებულებმა იარონ ქუჩაში, აფრიალონ ცისარტყელას ფერებიანი ალმები, მიუხედავად იმისა, რომ ყატარში ჰომოსექსუალიზმი უკანონოა.

ბრიტანეთის პოლიციას ტურნირზე 15 თანამშრომელი მიჰყავს, რათა გაუგებრობების თავიდან აცილებში დაეხმარონ.

ფიფამ და ყატარის უსაფრთხოების კომიტეტმა მთელი რიგი დარგები და ქვეთავები გაწერეს, რა შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს პოლიცია.

არ დაივიწყეს ქალებიც. ქალები შეძლებენ მიიღონ სამედიცინო დახმარება, მათ შორის ფეხმძიმობასთან ან რეპროდუქტიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ამის გამო დანაშაულს არ აკიდებენ. ეს ალბათ იმის პასუხია, რომ ყატარში ორმხრივი თანხმობით სექსი დასჯადია თუ ქორწინება არ არის გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები