კახეთში, სოფელ ყარაჯალაში არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე პოლიციამ 3 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.
რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
"ყველა მსხვერპლს აქვს იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება, მაგრამ ილუზიაა"
"ამ ისტორიების გამოქვეყნებით მინდა ხმა მივაწვდინო გოგოებსა და ქალებს, რომლებიც ბავშვობის ასაკში ქორწინებისა თუ ძალადობის წინაშე დგანან. თქვენ არ ხართ მარტო! "