მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ ოპერატორის დაჭრისა და მსახიობის მოკვლის ფაქტს, გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ფილმ „ბოლო გასეირნების“ გადაღებების დროს ერთ-ერთი სცენა გარჩევის სცენით იწყებოდა, რომლის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოტანილი ავტომატი უნდა გამოეყენებინათ.
გუკა რჩეულიშვილი წერს, რომ მან სცენის გადაღების წინ იარაღის გადამოწმება გადაწყვიტა და აღმოჩნდა, რომ მე-7 ტყვია საბრძოლო აღმოჩნდა, რითიც მან ფილმში მონაწილე მსახიობებიდან ერთ-ერთი გადაარჩინა.
„ბოლო გასეირნება“ (3 ყარაბახი) იწყება გარჩევის სცენით, სროლით მიშა მესხს და კაბუს შორის. ხოდა ამ სცენის გადაღების წინ, არ ვიცი რატომღაც გადავწყვიტე „შსს“ დან მოტანილ ავტომატში ტყვიების გადამოწმება. მზიდის შემოწმებისას მეშვიდე ტყვია საბრძოლო აღმოჩნდა, აი ასე შემთხვევით გადავარჩინე რომელიღაც მათგანი (კაბუ, გიორგი ყიფშიძე ან ოპერატორი). რა თქმა უნდა, არანაირი კონსპირაცია არ ყოფილა, უბრალო დაუდევრობას ჰქონდა ადგილი)))
ალეკ ბოლდვინზე გამახსენდა“, – წერს გუკა რჩეულიშვილი.