LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყანდიაშვილის ტროლებო, დოლარი რომ 3 ლარი გახდა, ისევ ჩემ სახლთან გააპროტესტებთ? – უტიაშვილი

259
e45uu

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება.

აქ საპანიკო არაფერია - შეფასებები ლარის კურსის გაუფასურებაზე

"ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს. როდესაც ის საჭიროდ ჩათვლის"

გორელო კულტმუშაკებო, ყანდიაშვილის ტროლებო და პირველი არხის ანალიტიკოსებო, დოლარი რომ სამი ლარი გახდა, ისევ ჩემს სახლთან მოხვალთ თუ სადმე უფრო შესაფერის ადგილას გააპროტესტებთ?

რავი ძმაო, დამავალეს პანიკაა და რამე პოზიტიური თქვიო და მეც ვამბობ, საშუალოვადიან პერსპექტივაში გამყარდებათქო, აბა რო ვთქვა, მოკლევადიანში გამყარდება თქო, გამოვა რო ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და გრძელვადიანში კიდე, ეეხ, თქვენც ხო იცით არა – ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების ქართული თარგმანი.
ამხელა მთავრობაში ერთი კაცი რო არ არი, ვისაც ცოტაოდენი ნდობა მაინც აქვს, რომ გამოვიდეს და ბაზარი დაამშვიდოს -ე მაგაშია პრობლემა”- წერს უტიაშვილი ფეისბუქზე.

კვესიტაძე: რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას [ვიდეო]

საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან!

ცნობისთვის, 25 ივლისს რამდენიმე ათეული ადამიანი მის სახლთან შეიკრიბა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა წინა დღით დაწერილი პოსტის გამო, რომელიც აგვისტოს ომს და რუსეთს ეხებოდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები