LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

YAN AIR საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

123

უკრაინული ავიაკომპანია YAN AIR, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული რეისების განხორციელებას ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით იწყებს.

ავიერეისები 8 ივნისიდან 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Boeing B737-ის, Airbus A321-ის და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 12 მარტს მიენიჭა.

ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია YAN AIR რეგულარულ რეისებს კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის ორ ქვეყანას შორის გადაადგილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები