იაპონურმა კომპანიამ Yamaha Motor მომხმარებლებს ახალი თაობის მოტოციკლი Tracer 700 წარუდგინა. ეს მოდელი Tracer 900-ის უმცროსი ძმა და ახალი წევრი გახდა კომპანიის მოტოციკლთა ოჯახში.
კრიტიკოსების აზრით მოტოციკლი სასიამოვნოდ გამოიყურება, რაც მომხმარებლების მოზიდვას განაპირობებს. მოტოციკლი კომფორტულია როგორც პროფესიონალებისთვის, აგრეთვე დამწყები ბაიკერებისთვისაც.
Tracer 700 საშუალო ზომის მოტოციკლი გახლავთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დიდ კუბატურიან თანამოძმეებთან მიმართებაში. ის მოსახერხებელია როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, აგრეთვე მოგზაურობისთვისაც.
სათავსო ავზის მოცულობა 17 ლიტრს შეადგენს, ძრავის სიმძლავრე 75 ცხენის ძალაა. მოტოციკლი აღჭურვილია ABS სისტემით, რეგულირებადი სარკეებით და მისი საბაზრო ღირებულება 7 900 ევროს შეადგენს.