LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება: საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

69
Capture

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები