LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი ფული გერმანელებისგან და მესი-იბრას ამბები

39

ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ ტურში საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა. რამდენიმე მნიშვნელოვანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

ყალბი ფული ბაიერნის ფანებისგან

„ანდერლეხტთან“ გასვლით მატჩში „ბაიერნის“ გულშემატკივრებმა ყალბი კუპიურები გადაყარეს – ბილეთებზე მაღალი ფასების პროტესტის ნიშნად. სტუმართა სექტორში ადგილი 100 ევრო ღიდა. მიუნხენელები ამას დაუშვებლად მიიჩნევენ.

მესი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში თადარიგში 4.5 წელია არ ყოფილა

„იუვენტუსთან“ შეხვედრის პირველი ტაიმი მესი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მისი სავარჯიშო ფორმით ხილვა უჩვეულო რამ იყო.

მოედანზე ლეო 35-ე წუთზე შევიდა.

მესის ლიგის მატჩი პირველი წუთებიდან 2013 წლის გაზაფხულზე არ დაუწყია, თუმცა მაშინ მიზეზი ქონდა – ტრავმა.

როგორ გაირკვა, მესი და „ბარსას“ მწვრთნელი ვალვერდე წინასწარ შეთანხმდნენ დასვენებაზე.

სხვათა შორის, „ბარსელონამ“ ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ვერ გაიტანა ზედიზედ ორ სალიგო მატჩში გოლი.

ზლატანი – პირველი, ვინც 7 სხვადასხვა გუნდში ითამაშა

უნიკალური იბრაჰიმოვიჩი რეკორდს ხავიერ სავიოლასთან ერთად იყოფდა. ახლა კი ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

იბრას კლუბები და გოლები ჩემპიონთა ლიგაში:

მანჩესტერ იუნაიტედი – 0 გოლი
პსჟ – 20
მილანი – 9
აიაქსი – 7
ინტერი – 6
ბარსელონა – 4
იუვენტუსი – 3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები