ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, ყალბ ერთლარიან მონეტებს სისტემატურად ასაღებდნენ:
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.