LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბ ინიციატივებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ – ზარქუა “ლელოს” ინიციატივაზე

55
ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება “ლელოს” ინიციატივას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

როგორც ზარქუა აცხადებს, მმართველი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის, ოღონდ პარლამენტში.

“აგერ არის პარლამენტი, შემობრძანდნენ, დისკუსიასა და დებატებში ჩაერთონ და ამისთვის მზად ვართ, ამის იქეთ ყველა ინიციატივა არის ფუჭი, ყალბი. ყალბ ინიციატივებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ.

ჩვენ არ გვჭირდება არავისთან ზედმეტი დაძაბული ურთიერთობა. არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია, რომ იყო კარგად ორგანიზებული, თავისუფალი. როგორი იქნება მოქალაქეების ხვალინდელი დღე, ბიუჯეტია განმსაზღვრელი. მობრძანდნენ პარლამენტში და ილაპარაკონ.” – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, პარტია “ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სასწრაფოდ დაიწყოს.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები და რეალური დებატების გამართვა, ამისთვის არის პარლამენტი. ღარიბაშვილის თქმით, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მზად არის, კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს  ოპოზიციასთანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები