LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა ვარკეთილში – “ნიკორას” დაცვის თანამშრომელს 7 ტყვია ესროლეს

49

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში „ნიკორას“ სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა „ნიკორაში“ ცეცხლი გახსნეს. ისინი თანხას ითხოვდნენ. შემთხვევის დროს დაიჭრა დაცვის თანამშრომელი. მას თავდამსხმელებმა 7 ტყვია ესროლეს.

51 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული მაღაზიიდან. დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა შეძლო.

შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები