LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს სმარტფონს BMW-ს ავტომობილის გაღება ასწავლეს

147
xiaomi

Xiaomi-მ სმარტფონებში ავტომობილის ვირტუალური გასაღები დაამატა. ახალი ფუნქცია სპეციალისტებმა Google-თან ერთად შეიმუშავებს და მისი გამოყენება ჯერ-ჯერობით შეზღუდულია. როგორც Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, გასაღები მხოლოდ ფლაგმანი სმარტფონის ახალი სერიის მფლობელთათვის იქნება ხელმისაწვდომი და მის გამოყენებას მხოლოდ BMW-ს ავტომობილებში შეძლებენ.

ჩინური Xiaomi და Google უკვე კარგა ხანია რაც თანამშრომლობენ და მე-13 სერიის სმარტფონი საერთაშორისო ბაზრისთვის წარადგინეს.

ახალი ფუნქციის დახმარებით Google Wallet ავტომობილის დაბლოკვის, განბლოკვის და ამუშავების საშუალებას იძლევა. ამასთან, ციფრული გასაღების გაზიარება მეგობრისთვის ან ოჯახის წევრებისთვის იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები