ჩინური Xiaomi რეკორდებისკენ სვლას ელვის სისწრაფით განაგრძობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ციუნის თქმით, სექტემბრის განმავლობაში მათ 10 მილიონი სმარტფონი გაყიდეს, რაც რეკორდს წარმოადგენს.
რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან 2016 წლის მონაცემებით, ჩინელმა მწარმოებელმა 58 მილიონი ერთეული სმარტფონი გაყიდა.
პირველი 9 თვის განმავლობაში, გაჯეტების ჯამურმა გაყიდვებმა 63 მილიონ სმარტფონს გადააჭარბა, ყველაზე წარმატებული საშობაო პერიოდი კი ახლოვდება.