ჩინურმა კორპორაცია Xiaomi–მ, რომელიც სხვადასხვა ტექნიკის გამოშვებითაა დაკავებული, თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა. კომპანია ამ საკითხზე არაერთ მინიშნებას აკეთებდა და საზოგადოებას გარკვეული მოლოდინებიც კი ქონდა, თუმცა Xiaomi–ს მანქანა სრულყოფილი სატრანსპორტო საშუალება არ აღმოჩნდა.
ბრენდმა Suzuki Jimny–ს სათამაშო ვერსია, მასშტაბით 1:16–თან დაამზადა. ყველგანმავალის საჭესთან დაჯდომა ვერ მოხერხდება და მისი მართვა პულტითაა შესაძლებელი.
Xiaomi–ს თიზერები დიდი იმედის მომცემი იყო, ჩინური ბრენდი საზოგადოებას ავტომობილის შექმნას პირდებოდა. ამიტომ კომპანიის გულშემატკივრები ნამდვილ მანქანას ელოდებოდნენ, ხელში კი სათამაშო შერჩათ.
სათამაშო სულ რაღაც 30 დოლარი ღირს და ჩინურ ბაზარზე ის პირველი ივლისიდან გაიყიდება. როგორც Xiaomi–ს წარმომადგენელმა განაცხადა, კომპანია საავტომობილო ბაზრის დაპყრობას უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გეგმავს.