LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“X” სქესის აღნიშვნით აშშ-ში პირველი პასპორტი გაიცა

703
1

“X” სქესი ანუ მესამე გენდერი – ამ აღნიშვნით ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი პასპორტი გაიცა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ განაცხადეს, რომ პასპორტი “X” სქესის აღნიშნვით შექმნილია ინტერსექსუალი ადამიანისთვის (ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან იდენტიფიცირებულნი კონკრეტულ სქესთან).

მართალია დეპარტამენტმა არ გაასაჯაროვა, თუ ვის გადაეცა დოკუმენტი, თუმცა ეს თავად პასპორტის მფლობელმა გააკეთა – კოლორადოს მკვიდრმა, აქტივისტმა დანა ზიმმა მედიასთან განაცხადა, რომ დოკუმენტის მფლობელი ის არის.

ზიმი, რომელიც უპირატესობას გენდერულ ნეიტრალიტეტს ანიჭებს, 2015 წლიდან სამართლებრივად ებრძოდა სახელმწიფო დეპარტამენტს იმისათვის, რომ მოეპოვებინა პასპორტი, რომელიც არ მოითხოვდა ინტერსექსუალს ეცრუა – არეჩია მამრობითი ან მდედრობითი სქესი.

“ეს პრეცედენტი ნიშნავს ახალ ეტაპს იმ ადამიანების უფლებების აღიარებაში, რომლებიც არ არიან იდენტიფიცირებულნი მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებად და მოელიან, რომ მომავალში უფრო ფართოდ შესთავაზებენ ამ თემს მსგავს შესაძლებლობებს.” – წერს მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები