LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილს 28 – წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა: კლინიკა “ბომონდი”

340
Untitled

28 წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა, – ამის შესახებ კლინიკა “ბომონდი” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.

კლინიკის ცნობით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

“ისეთი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ, გულს რომ გაგითბობთ და გაგახარებთ

“კლინიკა ბომონდში”
წყვილს 28 -წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა. ნანატრი ნიკოლოზ ხიდაშელი ამ ქვეყანას საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობაზე კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სრული შემადგენლობა ზრუნავს.

ოპერატორი: ნოე მაცაბერიძე

მორიგე ექიმები: მარინა ჯიმშელეიშვილი და თეონა ლორთქიფანიძე

ნეონატოლოგი: ფატი კალატოზიშვილი

ანესთეზიოლოგი: გიორგი კუბლაშვილი

საოპერაციოს მედდა: თეო ფრუიძე

ბებიაქალი: მარი რურუა

“კლინიკა ბომონდი” ულოცავს მშობლებს ნანატრი შვილის დაბადებას. ულევ სიხარულს და ჯანმრთელობას უსურვებს” – წერს კლინიკა სოციალურ ქსელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები