რა სჭირდება ახალგაზრდა ოჯახს და რატომ არის მნიშვნელოვანი წყვილში არსებობდეს პატივისცემა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.
„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე, ეს აუცილებელი პირობაა, რომ მათ ერთმანეთი დაინახონ. უკვე არსებულ ბუდეში ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ. თვითგამოხატვა ძალიან ძნელია სხვა ადამიანების წინაშე, მით უმეტეს უფროსი თაობის წინაშე. იქ ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვს.
როდესაც ადამიანი შედის ოჯახში, იქ უკვე დომინირებს სხვისი აზრი. უწევს მოთმენა, ეს ყველაფერი გროვდება და კრიტიკულ მომენტში აუცილებლად ამოხეთქავს. გაჩუმება, ანგარიშის გაწევა, სხვისი პრინციპებით ცხოვრება, აუცილებლად სადღაც ამოხეთქავს.
ჯანსაღი ოჯახის აუცილებელი პირობა არის პატივისცემა. ურთიერთპატივისცემას უჭირავს კონფლიქტების დროს ოჯახი. ეს პატივისცემაა, როდესაც მათ შეუძლიათ მოილაპარაკონ, ერთმანეთის აზრს პატივი სცენ. შემდეგ მოდის ეკონომიკური მდგომარეობა, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა“.
ვრცლად გადაცემა იხილეთ ბმულზე: