LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა ოცნების ასასრულებლად რუტინული სამსახური მიატოვა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდა

49
0_puppies

ბრიტანელი წყვილი მსოფლიოს მოსავლელად გაემართა და მილიონების გამომუშავებაც ისწავლა. ოცნების ასრულების გამოცდილება ქაზი მაგენისმა და ბრედლი უილიამსმა The Mirror-ს გაუზიარეს.

ახალგაზრდები ერთმანეთს ექსეტერის უნივერსიტეტში შეხვდნენ და ცოტა ხანი ერთად მუშაობდნენ. ერთ დღესაც მათ გადაწყვიტეს, რომ რუტინული ცხოვრება დაეტოვებინათ და მსოფლიოს შესაცნობად წასულიყვნენ. ოცნების ასასრულებლად შეყვარებულებმა ფურგონი იყიდეს და გზას დაადგნენ.

მოგზაურობისას მათ გადაწყვიტეს, რომ საიტი შეექმნათ საიდანაც მსოფლიოს თავის თავგადასავალს გაუზიარებდნენ. მათი ბლოგი ძალიან პოპულარული გახდა და შემოსავლის მოტანაც დაიწყო.

ქაზი და ბრედლი ამბობენ, რომ სამსახურს დღეში მხოლოდ რამდენიმე საათს უთმობენ, ამისთვის რომელიმე კაფესთან ჩერდებიან და wifi-ს იჭერენ.

აღსანიშნავია, რომ 6 წლის განმავლობაში წყვილმა ევროპის, აშშ-ს, ლათინური ამერიკის და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყნის მოვლა მოასწრო. უახლოეს მომავალში ისინი არგენტინის მონახულებას აპირებენ, შემდეგ კი გეზს იაპონიისკენ აიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები