LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილი ფულის დასაზოგად ნავზე გადასახლდა

114
2_image_6483441-2023-01-20T175137914JPG

ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა ეკონომიის უჩვეულო მეთოდს მიაგნო და სახლიდან საცხოვრებლად ნავზე გადაბარგდა. ინფორმაციას ამის შესახებ Liverpool Echo ავრცელებს.

28 წლის ელი ჯონსმა და ჰარი ბერკერმა გადაწყვიტეს ცხოვრების ახალი სტილი გამოეცადათ: მათ სურდათ ბუნებაში ყოფილიყვნენ და თან ფულიც დაეზოგათ. ამისათვის, მათ ჯონსის მშობლებს მიმართეს და ნავის მიქირავება სთხოვეს. ელის დედ-მამას თავისი ნავი „შირლი“ ჰყავს.

„ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თუკი ამას ახლა არ გავაკეთებდით, ალბათ აღარც არასდროს გავბედავდით. ჩვენ ვაპირებთ, რომ „შირლიზე“ ერთი წელი გავატაროთ და შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რას ვიზამთ მომავალში. ჩვენი აზრით, ეს ექსპერიმენტი 5 წელზე მეტ ხანს არ გასტანს.“

ცოლ-ქმარი გეგმავს, რომ ნავზე ცხოვრების დროს სახლი გააქირაოს და ამ გზით მოაგროვოს ფული ახალი სახლის საყიდლად. ჯონსის და ბარკერის გამოთვლით, „შირლის“ სადგომისთვის თვეში 250 ფუნტი, ხოლო ელექტროენერგიისთვის 45 ფუნტი დასჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები