წყნეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაიკეტა. მიზეზი გახდა კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ინფექციის დადასტურებამდე წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ დაინფიცირებული საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია, რომელიც ხარება დღეს ტაძარში იმყოფებოდა და აღსარება ჩააბარა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალბატონი ტაძრის მრევლი არ არის. ხარების დღესასწაულზე ტაძარში პირველად მივიდა, აღსარება ჩააბარა და წავიდა.
სასულიერო პირები ამ დროისთვის კარანტინში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დაფიქსირებული.