წყნეთში მოზარდს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა.
აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაადასტურეს. შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც, თუმცა საჭესთან მძღოლი იჯდა.
ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ცოტა ხნის წინ თავად ქეთევან ციხელაშვილიც მივიდა, რათა დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნოს
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.