წყნეთის გზაზე, კაკლებთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ესროლეს მანქანას, რომელში მყოფი პირიც არ დაშავებულა.
მომხდარის სხვა დეტალებს ამ ეტაპზე უწყებაში არ აკონკრეტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლების მიმდინარეობს.