LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთი უნივერსიტეტის ქუჩას ახალი ხიდით დაუკავშირდება

240194955

2019 წელს, წყნეთისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყება – ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება.

“ახალი ხიდის მშენებლობა უნდა დაიწყოს. უნივერსიტეტის ქუჩიდან წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი. სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც ტრანსპორტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტებთან ერთად, 2019 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია პარკების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი. გამწვანების მიმართულებით 400 მლნ ლარზე მეტი იქნება დანახარჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები