LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით 13 ივნისის სტიქიის გამო გაუქმებული მარშრუტი ისევ აღდგება

134

თბილისის მერიის ინფორმაციით, N81 მარშრუტი 3 წლიანი პაუზის შემდეგ, 11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ამოქმედდება.

მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსი წყნეთიდან – მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში – 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს, აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლამდე წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები