LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყლის მილის დაზიანებაზე „GWP”-ის ხელმძღვანელმა უკვე გააკეთა განცხადება,ზარალი ანაზღაურდება – კალაძე

collage

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელმა უკვე გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ზარალი ანაზღაურდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბარნოვისა და პეტრიაშვილის კვეთაზე წყლის მილის გახეთქვის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც იცით, მილი დაზიანდა და საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეუქმნა ბარნოვის ქუჩასა და მიმდებარე პატარ-პატარა ქუჩებს, აგრეთვე იქ მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ მოვისმინეთ კომპანიის ხელმძღვანელის განმარტება, რომ კომპანიის მხრიდან ყველა ზარალი იქნება ანაზღაურებული“,-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ბარნოვისა და პეტრიაშვილის კვეთაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები, სარდაფები, სალონები და მაღაზიები დაიტბორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები