LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წყლის ჭავლი სახეში დაუმიზნეს და სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს!” – აქციის დაშლისას “ფორმულას” ჟურნალისტიც დაშავდა

410
BeFunky-collage (3)

წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც. დარბევის დროს დაშავდა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი – ანა ბარათაშვილი.

მას წყლის ჭავლის სახეში მოხვდა, რა დროსაც მედიისთვის განკუთვნილი ავტომობილიდან გადმოვარდა. ინფორმაციას და ფოტოს ამავე ტელევიზიაში მომუშავე ადამიანები ავრცელებენ.

“ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, გადაღებაზე წყლის ჭავლი სახეში დაუმიზნეს და მედიის სამუშაო სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს! მადლობა, ვინც დროულად დაეხმარა!”- წერს ელისო ჯარიაშვილი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები