ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე.
სუს-ის კითხვები სავარაუდოდ, ვასამბეგ ბოკოვს შეეხება, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის დააკავეს.
„როგორც გამომძიებელმა მითხრა, კითხვები შეეხება ჩემს რეპორტაჟს, რომელიც ამ საქმესთან პირდაპირ კავშირში იყო. თუმცა წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ იმ ინფორმაციის გარდა, რაც იყო რეპორტაჟში გასული, ალბათ, ვერ მივაწოდებ გამოძიებას, რადგან მათ სავარაუდოდ, აინტერესებთ წყაროები და თუ საიდან გვაქვს ინფორმაცია. ჟურნალისტებს გვაქვს იმის უფლება, რომ არ გავთქვათ წყარო და ასეც მოხდება. წერილობითი დოკუმენტების გადაცემაც იგივეა, რაც წყაროს გათქმა, ამიტომ არ ვაპირებთ. ერთი რაც შემიძლია დავაანონსო, ამ გამოძიების მეორე სერია შაბათის ეთერში იქნება აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, რეპორტაჟიდან ბევრი ისეთი ინფორმაცია გაიგეს, რაც მათთვის იყო უცნობი, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია ჩვენ მტერ სახელმწიფოზე და სუს-ს ვერც ექნებოდა რეალურად ეს ინფორმაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალინდელი რეპორტაჟის მერეც გაჩნდეს დამატებითი კითხვები“, – მაკა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, სწორედ მაკა ჩიხლაძემ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბოკოვის შესახებ სხვადასხვა დოკუმენტაცია იყო გასაჯაროვებული და საიდანაც მტკიცდებოდა, რომ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი შესაძლოა, რეალურად სულ სხვა პიროვნებაა.
მიმდინარე კვირას აღნიშნულ გადაცემასთნ დაკავშირებით სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე.
„გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ“ – აჰმედ ზაკაევი
სუს-ში გამოკითხვაზე მისული ნოდარ მელაძე მორიგ სკანდალს აანონსებს
რა ჰკითხა სუს-მა მელაძეს: „უსაფრთხოების მიზნით პირველადი მასალები ნადგურდება“