LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში „ნამოხვანჰესის“ მომხრეებმა ჰესის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

69
ნამოხვანის მომხრეები

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში „ნამოხვანჰესის“ მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

ადგილობრივების თქმით, მათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ თუ მათი უსაფრთხოების დაცვა არ მოხდება, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

„ჩვენ გვინდა ჰესი, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ ბულინგის მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ  ხელისუფლებამ ჩვენი უსაფრთხოება დაიცვას,“ -აცხადებენ ადგილობრივები.

ფოტო: „რუსთავი 2“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები